დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 09/11/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016613 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 13.07.2012 წ., 040030000.22.027.016330) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის:
ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ახალქალაქის, ბოლნისის, მცხეთის, ნინოწმინდის, ხელვაჩაურის, აბაშის, ადიგენის, ასპინძის, ახმეტის, ბორჯომის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, თეთრიწყაროს, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, მარტვილის, საგარეჯოს, სენაკის, სიღნაღის, ქარელის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, წალკის, ხაშურის, ხობის, ქობულეთის, ქედის, ხულოს, შუახევის, ამბროლაურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, ლენტეხის, ონის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ცაგერის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“; ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. თიანეთისა და ყაზბეგის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 9 ნოემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები