ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 22/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.170.016151
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
71
06/11/2015
ვებგვერდი, 10/11/2015
040110030.35.170.016151
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/11/2015 - 20/08/2018)

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №71

2015 წლის 6 ნოემბერი

ქ. ზუგდიდი

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის  პირველი  პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის,   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის,  25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  და  ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის,  საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 34-ე, 35-ე, 36-ე  და 37-ე მუხლების შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების და მოძრავი ნივთის  აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვროს არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. 
მუხლი 2
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ წესის პირველი მუხლის შესაბამისად, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.
მუხლი 3
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.
მუხლი 4
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვროს არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
მუხლი 5
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას, მართვის უფლებით გადაცემის  საფასური განისაზღვოს არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე, წილების/აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.
მუხლი 6
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აგვისტოს №48 დადგენილება.
მუხლი 7
დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია