„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.170.016147
67
06/11/2015
ვებგვერდი, 10/11/2015
010250050.35.170.016147
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №67

2015 წლის 6 ნოემბერი

ქ. ზუგდიდი

 

,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 18/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.170.016003) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:

) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს, მერიის მოხელეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს  და  დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“;

ბ) მე–6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის  „ა.კ“ ქვეპუნქტი:

 „ა.კ) ამტკიცებს:

ა.კ.ა) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას;

ა.კ.ბ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებას.“;

) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს, ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული  პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ;  მეწარმე იურიდიული პირის  წილის/აქციების შეძენის შესახებ;“;

ე) მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება მერის სამართლებრივი აქტით.“;

) 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2.  საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ განსაზღვრული წესით მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.“;

 ზ) 35-ე მუხლის   პირველ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით მოაწყოს საჯარო შეხვედრა ამომჩევლთან და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;“;

თ) 35-ე მუხლის   მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. მერია თავისი საქმიანობის შესახებ, მოქალაქეთა ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით, არსებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით, ვალდებულია გამოაქვეყნოს:

ა) მერის სამართლებლივი აქტები;

ბ) ინფორმაცია მერიის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, მერიის თანამდებობის პირების შესახებ;

გ) მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები;

დ) მერიის და მისი  სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი;

ვ) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ;

ზ) მერიაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი;

თ) მერიაში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში;

ი)  მერიის სამუშაო გეგმები და ანგარიშები;

კ)  მასალები  საჯარო  ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე;

ლ) მერიაში შემუშავებული საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტები;

მ)  ინფორმაცია  მუნიციპალური შესყიდვების შესახებ;

ნ)  მუნიციპალური პროგრამები, ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე;

ო) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ;

პ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ;

ჟ) მუნიციპალიტეტის  პრიორიტეტების დოკუმენტი და ადგილობრივი ბიუჯეტი;

რ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;

ს) დასახლების საერთო კრების ოქმები, მერიის მიერ შესაბამისი სხდომის  ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში;

ტ) ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგისა და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ;

უ) მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშები გაწეული მუშაობის შესახებ, შესაბამისი ანგარიშის საკრებულოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ფ) სხვა საჯარო ინფორმაცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია