„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.170.016146
66
06/11/2015
ვებგვერდი, 10/11/2015
010250050.35.170.016146
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №66

2015 წლის 6 ნოემბერი

ქ. ზუგდიდი

,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 აგვისტოს №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14.08.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.170.016024) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ლ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, საქართველოს საარჩევნო კოდექსითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ზომების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია