,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-300
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016137
01-300
05/11/2015
ვებგვერდი, 09/11/2015
480040000.22.030.016137
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01/300

2015 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №308 ბრძანებაში (ვებგვერდი, 03.01.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: №480040000.22.030.016036) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები, რომლებსაც გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინება უნაზღაურდებათ როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით;

გ) ბრძანების პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი“ (დანართი №4) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით;

დ) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით“ (დანართი №6) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ჯალაღანია