დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.113.016243 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
1.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06.08.2014 წ., ს/კ: 010250040.35.113.016159) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:
|
ა)
მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების, კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების საქმიანობის კონტროლი ,ანგარიშების მოსმენა და შეფასება.“;
|
ბ)
მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ერთობლივი პროექტების განხოციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ თანხმობის მიცემა.“; |
გ)
მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
დ)
მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგრბლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებს, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, ქონებით სარგებლობისა და ქონების მართვის უფლებით გადაცემის, ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო .“; |
ე)
მე-3 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინარსის მქონე ახალი „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვასთან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირება, რომელიც საჭიროებენ საკრებულოს ნორმატიული აქტით მოწესრიგებას.“; |
ვ)
მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს საჯარო სხდომებზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს. საჯარო სხდომებზე დამსწრე პირებს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილის წესის შესაბამისად, დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს და თანამომხსენებელს, გააკეთონ განმარტება და განცხადება, წარადგინონ ინფორმაცია;“; |
ზ)
მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე და მთავრდება ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე, ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.“; |
თ)
მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გამოაცხადა გარდაცვლილად, ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არა არის განსაზღვრული, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო დრიდან.“; |
ი)
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს, თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“ ; |
კ)
მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“; |
ლ)
22-ე მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმს აფორმებს 3 დღის ვადაში და ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ბიუროს სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.“; |
მ)
30-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ნებისმიერ პირს უფლება აქვს, წინასწარი შეტყობინების გარეშე ან/და წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის საჯარო სხდომებს. კომისიის საჯარო სხდომებზე დამსწრე პირებს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილის წესის შესაბამისად, დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს და თანამომხსენებელს, გააკეთონ განმარტება და განცხადება, წარადგინონ ინფორმაცია.“ |
ნ)
33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33. კომისიის სხდომის ოქმი კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის დასახელება, კომისიის სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, კომისიის სხდომის თავმჯდომარის და კომისიის სხდომაზე მონაწილე წევრთა ვინაობა, კომისიის დღის წესრიგის საკითხები, ყველა წამოყენებული წინადადება, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომათა ოქმები გადაეცემა და ინახება საკრებულოს აპარატში. კომისიის ოქმი ქვეყნდება ხელმოწერიდან 2 დღის ვადაში და ქვეყნდება სხდომის გამართვიდან 10 დროის ვადაში ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით. “; |
ო)
82-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ს, პეტიციის წესით.“ |
პ)
82-ე მუხლის 1-ელ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ე“ ქვეპუნქტი :
„ე) დასახლების საერთო კრებას.“ |
ჟ)
94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 94. პეტიცია 1. პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ს; ბ) დასახლების საერთო კრებას. 2. საერთო კრების გადაწყვეტილების შესაბამისად, საერთო კრების სახელით პეტიციის წარდგენას უზრუნველყოფს საერთო კრების რჩეული ან/და საერთო კრების მიერ უფლებამოსილი პირი. 3. პეტიცია იწერება და შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი; ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები; გ) მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან ; გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა. 4. პეტიცია უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს; ბ) პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში)დასაქართველოსმოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; გ) პეტიციის წარდგენის თარიღს; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიას; ე) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს; ვ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას. 5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას. 6. პეტიციას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, დადგენილი წესით ინიციატორების თანდასწრებით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ამოწმებს ხელმომწერთა კანონით დადგენილი რაოდენობის ნამდვილობას, აპარატი უზრუნველყოფს პეტიციის გამოქვეყნებას ან/და საჯაროდ გამოცხადებას. 7. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა ეძლევა/ეძლევათ მისი რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას. 8. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ, რეგისტრაციაში გატარებაზე უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში. 9. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პეტიციას საკრებულო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 10. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიცია საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში, შესასწავლად გადაეცემა საკრებულოს შესაბამის კომისიას ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს – მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ პეტიციის გადაგზავნიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პეტიციის შესასწავლად საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ, ან პეტიციას უგზავნის საკრებულოს შესაბამის კომისიას. 11. საკრებულოს შესაბამისი კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული წესით მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) პეტიციის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე; ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე; გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე. 12. ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს. 13. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში საკრებულოს სხდომას განსახილველად წარედგინება შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი. საკრებულო შესაბამისი დადგენილების პროექტს განიხილავს საკრებულოს ნორმატიული აქტის მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 14. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში მზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. მუნიციპალიტეტის საკრებულო პეტიციასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 1 თვის ვადაში. 15. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 15 დღის ვადაში წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის ინფორმაციას ცნობად იღებს ან არ ეთანხმება მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისიის ან სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას და იღებს სხვა, შესაბამის გადაწყვეტილებას. 16. ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით განსაზღვრული ვადები მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს. 17. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს აცნობოს პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს. 18. მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პეტიციას წარადგენს/წარადგენენ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაში საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები. 19. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა. 20. პეტიციის განხილვის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, გარდა ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 21. თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი, პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისმა მოსამსახურეებმა საერთო კრებას უნდა წარუდგინონ უშუალოდ – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და უნდა წარუდგინონ საერთო კრების რჩეულს – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.“. |
რ)
108 -ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5 საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება, საკრებულოს განკარგულების პროექტი, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე www.ozurgeti.org.ge ან/და ადგილობრივ გაზეთში, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი“.
|
ს)
112-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებული იქნეს. |
ტ)
112-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ ელექტრონულ ტენდერს ატარებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისია.“ |
უ)
112-ე მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი:
„12. მუნიციპალიტეტის საკრებულო - საკრებულოს წევრის, საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის წარდგინებით უფლებამოსილია მოითხოვოს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა“. |
ფ)
117-ე მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა შეუზღუდავ მონაწილეობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ წესების შესაბამისად.“ |
ქ)
117-ე მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების განხილვას.“ |
ღ)
117-ე მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ვალდებულია, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება.“ |
ყ)
120-ე მუხლი ამოღებული იქნეს. |
შ)
127-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 127. დასახლების საერთო კრება 1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლის ან დაბის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 851, 852 მუხლებისა და ოზურგეთის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, |
ჩ)
131-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 131. საკრებულოს წევრის ანგარიში 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყოს საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხოს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.“ 2. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია ყოველი წლის არა უგვიანეს 31 იანვრამდე გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – ბრძანება საკრებულოს წევრის (მათ შორის, საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენის გრაფიკის დამტკიცების შესახებ. 3. პროპორციული წესით არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა ხდება საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხოლო მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა კი - მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულების (მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შენობა, სკოლა, კულტურის სახლი და ა.შ) დარბაზში. 4. საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის ჩაბარებას ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და/ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე საკრებულოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელ ფრაქციასაც წარმოადგენს საკრებულოს წევრი. 5. საკრებულოს აპარატი ვალდებულია საკრებულოს წევრის ანგარიშის სრული ტექსტი, ასევე ინფორმაცია ანგარიშის წარდგენის დღის, ადგილისა და დროის შესახებ გამოაქვეყნოს ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით, ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც. 6. საკრებულოს წევრის ანგარიში უნდა მოიცავდეს, მინიმუმ, შემდეგ ინფორმაციას: ა) თვითმმართველი ერთეულის ორგანოს დასახელებას, რომლის წევრიც არის ანგარიშის წარმდგენი საკრებულოს წევრი; ბ) საკრებულოს წევრის ვინაობას (საკრებულოს წევრის სახელი, გვარი); გ) საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს ფარგლებში დაკავებულ თანამდებობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) საკრებულოს ფრაქციის დასახელებას, რომელშიც გაერთიანებულია ანგარიშის წარმდგენი საკრებულოს წევრი; ე) საკრებულოს კომისიის (კომისიების) დასახელებას, რომლის (რომლების) შემადგენლობაშია გაერთიანებული ანგარიშის წარმდგენი საკრებულოს წევრი; ვ) ინფორმაციას საკრებულოს სხდომების (როგორც მორიგის, ისე რიგგარეშეს) რაოდენობის შესახებ, რომლებშიც მონაწილეობდა ანგარიშის წარმდგენი საკრებულოს წევრი; ზ) საკრებულოს ამ სხდომებზე განხილულ ძირითად საკითხებს; თ) საკითხებს, რომლებსაც საკრებულოს სხდომებზე განხილვისას მხარი დაუჭირა/არ დაუჭირა ანგარიშის წარმდგენმა საკრებულოს წევრმა; ი) საკრებულოს კომისიის (კომისიების) სხდომების რაოდენობას, რომლებშიც მონაწილეობდა ანგარიშის წარმდგენი საკრებულოს წევრი; კ) საკრებულოს კომისიის (კომისიების) ამ სხდომებზე განხილულ ძირითად საკითხებს; ლ) საკითხებს, რომლებსაც საკრებულოს კომისიის (კომისიების) სხდომებზე განხილვისას მხარი დაუჭირა/არ დაუჭირა ანგარიშის წარმდგენმა საკრებულოს წევრმა; მ) ინფორმაციას ანგარიშის წარმდგენი საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოში ინიციირებული საკითხების შესახებ; ნ) ინფორმაციას მოქალაქეებთან (ამომრჩევლებთან) ოფიციალური შეხვედრებისა და ამომრჩეველთა მიღების რაოდენობის შესახებ; ო) ინფორმაციას ამ შეხვედრებზე დამსწრე მოქალაქეთა რაოდენობის თაობაზე; პ) მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოკვეთილ ძირითად საკითხებს; ჟ) საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული საქმიანობებით მიღებულ შედეგებს; რ) ინფორმაციას შემდეგი საანგარიშგებო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტების შესახებ. 7. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 8. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომას ესწრებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ან მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლები, ასევე ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირები. 9. ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომაში მონაწილე ამომრჩევლებს ეძლევათ საშუალება გამოთქვან თავიანთი შენიშვნები და წინადადებები და შეაფასონ საკრებულოს წევრის საქმიანობა. 10. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 11. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და ინახება საკრებულოს აპარატში. 12. საკრებულოს აპარატი საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისთვის ყოველწლიური ანგარიშის ჩაბარების თაობაზე ინფორმაციას აწვდის საკრებულოს უახლოეს სხდომას. საკრებულო, კენჭისყრის გარეშე, ცნობად იღებს აღნიშნულ ინფორმაციას.“ |
ც)
132-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა წელიწადში ერთხელ მაინც, არა უგვიანეს 1 ნოემბრისა საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.“ |
ძ)
132-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არა უგვიანეს 1 ნოემბრისა შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში.“ |
წ)
135-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 135. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.ozurgeti.org.ge პროაქტიულად გამოაქვეყნოს: ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც; ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები-შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში. გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე გამგებლის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში. დ) საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში – საკრებულოსათვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ე) საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით – ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა; ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი – გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში; ზ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები - შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში; თ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღე, ადგილი და საათები – მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც; ი) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები და დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) – შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც; კ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი - საკრებულოში ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც. ლ) საკრებულოს, საკრებულოს წევრის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში -საკრებულოში წარდგენიდან 10 დღის ვადაში; მ) გამგებლის, გამგეობის სამსახურების უფროსების, კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების წლიურ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ – წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ნ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტები - საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში. ო) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა – საკრებულოს მიერ დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში. პ) პეტიცია-საკრებულოში მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.“.
|
2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები