საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2352
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020245
  • Word
2352
29/10/2015
ვებგვერდი, 11/11/2015
000000000.00.003.020245
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2352

2015 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის

 თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2015 წლის 12 აპრილს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, ქართული მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ ა(ა)იპ - ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს გამოუყოს 10 500 (ათი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ოფისის ქირის დასაფარად.

პრემიერ-მინისტრი                                                         ირაკლი ღარიბაშვილი