დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის მრგვალი ხე-ტყის სპეციალური ფირნიშებით მარკირების სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2351 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020241 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2351
2015 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის მრგვალი ხე-ტყის სპეციალური ფირნიშებით მარკირების სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის მე-11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოს მიენიჭოს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრები ქეთევან მირიანაშვილის ხე-ტყის დამზადების №20130003247 ბილეთით, დარიკო მირიანაშვილის ხე-ტყის დამზადების №20130003243 ბილეთითა და ელდარ ახალკაციშვილის ხე-ტყის დამზადების №20130003244 ბილეთით განსაზღვრული, მრგვალი ხე-ტყის (ვერხვის მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირების სპეციალური უფლებამოსილება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები