„კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1235 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2348
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020238
  • Word
2348
29/10/2015
ვებგვერდი, 10/11/2015
000000000.00.003.020238
„კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1235 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2348

2015 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1235 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1235 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. წინამდებარე განკარგულების დანართებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისგან კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების შესყიდვის დროს წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური გათავისუფლდეს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                               ი. ღარიბაშვილი