დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2344
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020235
  • Word
2344
29/10/2015
ვებგვერდი, 11/11/2015
000000000.00.003.020235
დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

 

 

 

 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №23 44

2015 წლის 2 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების

ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ

       1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს საჭირო თანხა დევნილთა საკუთრებაში არსებულ მრავალბინიან სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარების მიზნით აუცილებელი სამუშაოების თანადაფინანსებისათვის.

       2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                  ირაკლი ღარიბაშვილი