დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციის ზოგიერთ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2335 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020226 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №233 5
2015 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციის ზოგიერთ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქაერონავიგაციამ“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად შუქტექნიკური სისტემებით აღჭურვისა და ამ სისტემებისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი და/ან მოზიდული სახსრებით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები