ა(ა)იპ - ქართული ტრადიციული ღვინის ფონდისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
ა(ა)იპ - ქართული ტრადიციული ღვინის ფონდისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2334
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020225
  • Word
2334
29/10/2015
ვებგვერდი, 10/11/2015
000000000.00.003.020225
ა(ა)იპ - ქართული ტრადიციული ღვინის ფონდისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2334

2015 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ - ქართული ტრადიციული ღვინის ფონდისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპ - ქართული ტრადიციული ღვინის ფონდს (ს/კ 431165543) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, სარგებლობაში გადასცეს ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის №18-ში, პირველ სართულზე მდებარე 184.17 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.14.009.005.01.506).

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი    ი. ღარიბაშვილი