დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სარეზერვო მიწისქვეშა ელექტროგადამცემი საკაბელო ხაზის მშენებლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2329 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020220 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2329
2015 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სარეზერვო მიწისქვეშა ელექტროგადამცემი საკაბელო ხაზის მშენებლობის შესახებ
1. სვანეთის რეგიონში მშენებარე საკურორტო ინფრასტრუქტურის უწყვეტი და სტაბილური ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს სარეზერვო მიწისქვეშა ელექტროგადამცემი საკაბელო ხაზის მშენებლობა.
2. მაღალმთიანი რეგიონის რთული რელიეფის, მოახლოებული ზამთრის სეზონისა და, აქედან გამომდინარე, გაუარესებული კლიმატური პირობების გათვალისწინებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სარეზერვო მიწისქვეშა ელექტროგადამცემი საკაბელო ხაზის გაყვანის პროექტის შემჭიდროებულ ვადებში განხორციელების მიზნით, პროექტისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები