დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, შპს „საქნახშირსა (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები განხორციელების ხელშეკრულების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2323 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020214 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2323
2015 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, შპს „საქნახშირსა (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები განხორციელების ხელშეკრულების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „საქნახშირსა (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები განხორციელების ხელშეკრულების პროექტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელების ხელშეკრულებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები