სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2012 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების რეფინანსირებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2322
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020213
  • Word
2322
28/10/2015
ვებგვერდი, 10/11/2015
000000000.00.003.020213
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2012 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების რეფინანსირებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2322

2015 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2012 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების რეფინანსირებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2012 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების რეფინანსირებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ უზრუნველყოს საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ობლიგაციების განსათავსებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ყველა საჭირო მომსახურებისა (საბანკო, იურიდიული, საკონსულტაციო, აუდიტორული, სარეიტინგო, საბროკერო და ა. შ.) და საქონლის შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ობლიგაციების განთავსებამდე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, სს „საპარტნიორო ფონდმა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და წინადადებები მათი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, წარმოადგინონ საქართველოს მთავრობის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრი                                   ირაკლი ღარიბაშვილი