დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ჰიდროლეასა“ და შპს „კასლეთი 2“-ს შორის 2014 წლის 17 თებერვალს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2321 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020212 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №232 1
2015 წლის 2 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ჰიდროლეასა“ და შპს „კასლეთი 2 “-ს შორის 2014 წლის 17 თებერვალს დადებულ ხელშეკრულებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „ჰიდროლეას“, შპს „კასლეთი 2“-ს, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი, საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ჰიდროლეასა“ და შპს „კასლეთი 2“-ს შორის 2014 წლის 17 თებერვალს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხმებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები