დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ნავთობისა და გაზის სფეროში არსებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 13 მარტის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 20/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000.00(0).00.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №23
2009 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
ნავთობისა და გაზის სფეროში არსებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 13 მარტის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,ნავთობისა და გაზის სფეროში არსებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ (სსმ III, 2008 წელი, №40, მუხლი 447) საქართველოს მთავრობის 2008 წლის 13 მარტის №60 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაინიშნონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშვილი და შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი ზურაბ ჯანჯღავა საქართველოს წარმომადგენლებად:
ა) „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ ხელშეკრულების VI მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ „სამეთვალყურეო კომისიაში“;
ბ) „სამხრეთ-კავკასიის მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი)“ სამთავრობათაშორისი ხელშეკრულების VI მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად „სამხრეთ-კავკასიის მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი)“ პროექტის განხორციელების ხელშემწყობ კომისიაში.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები