სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში განსახლების სამოქმედო გეგმით (LARP- III - (II მონაკვეთის „B“ ნაწილი)) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2306
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020197
  • Word
2306
28/10/2015
ვებგვერდი, 10/11/2015
000000000.00.003.020197
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში განსახლების სამოქმედო გეგმით (LARP- III - (II მონაკვეთის „B“ ნაწილი)) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2306

2015 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში განსახლების სამოქმედო გეგმით (LARP - III - (II მონაკვეთის „B“ ნაწილი)) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (შემდგომში – ფონდი) უზრუნველყოს:

ა) აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებამდე, ფონდის მიერ აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებული განსახლების სამოქმედო გეგმით (LARP-III-(II მონაკვეთის „B“ ნაწილი)) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 2015 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა (ADB)“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 04) გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.

2. სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 2016 წელს შესასრულებელი ღონისძიებების დაფინანსება განახორციელოს მისთვის შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                  ირაკლი ღარიბაშვილი