დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 ოქტომბრის №2184 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2303 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020194 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2303
2015 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 ოქტომბრის №2184 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 ოქტომბრის №2184 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიენიჭოს უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით მიიღოს და განკარგოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით მოწონებული გრანტი.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები