დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს და სს „თბილმრეწვმშენი-3“-ს შორის დასადები მორიგების თაობაზე შეთანხმების პროექტის მოწონების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2286 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020193 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2286
2015 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს და სს „თბილმრეწვმშენი-3“-ს შორის დასადები მორიგების თაობაზე შეთანხმების პროექტის მოწონების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (შემდგომში – ფონდი) და სს „თბილმრეწვმშენი-3“-ს (ს/კ: №201946706) შორის დასადები მორიგების თაობაზე შეთანხმების პროექტი.
2. ფონდმა უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მოცემული მორიგების თაობაზე შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსება „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი (I ფაზა) (WB)“ - ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები