„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4464-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 290160000.05.001.017974
4464-Iს
28/10/2015
ვებგვერდი, 11/11/2015
290160000.05.001.017974
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 1998 წელი, მუხ. 42) 28-ე მუხლის:

  ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. საპენსიო სქემის წესი და საანგარიშო საბუთები კონფიდენციალური არ არის, გარდა მონაწილის ანგარიშის შესახებ ინფორმაციისა. მონაწილის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.“;

  ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

  „21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“  შეთანხმების ფარგლებში  შეიძლება გადაეცეს საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიაწოდოს ეს ინფორმაცია ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს.“.

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 ოქტომბერი 2015 წ.

N4464-Iს