„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 348
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 04/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.016996
348
04/11/2015
ვებგვერდი, 04/11/2015
010210040.08.002.016996
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №348

2015 წლის 4 ნოემბერი

 ქ.თბილისი

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2013, 010210040.08.002.016900) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსს, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწესა და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამტკიცებს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს;“.

2.  მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ადმინისტრაციის სტრუქტურა

1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის სამდივნო;

ბ) ადმინისტრაციის უფროსის სამდივნო;

გ) იურიდიული დეპარტამენტი;

დ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი;

ე) პროტოკოლის დეპარტამენტი;

ვ) დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტი;

ზ) კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტი;

თ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

ი) ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

კ) საფინანსო დეპარტამენტი.

2. საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - პოლიტიკური მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები.

3. საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით ადმინისტრაციაში იქმნება საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს აპარატი.

4. ადმინისტრაციაში სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შეიძლება შეიქმნას განყოფილება.“. 

3. მე-5 მუხლის:
ა) პირველ პუნქტში:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.გ) „დ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს პრეზიდენტის ცალკეული დავალებების შესრულება.“;

ბ) მე-2 პუნქტში  „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სახსრების მიზნობრივად და რაციონალურად ხარჯვის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების მომზადება საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად; ასევე გამოყოფილი თანხის ხარჯვის მონიტორინგი და ანგარიშგება ადმინისტრაციის უფროსის წინაშე;“;

გ) მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის საზღვარგარეთის ქვეყნებში სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო და გავლითი ვიზიტების ფარგლებში, ასევე საქართველოს მხარის მიერ ინიცირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების (მეუღლითურთ), საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების, საზოგადო მოღვაწეების, საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების, დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელების საქართველოში სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო და გავლითი ვიზიტების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა;“;

დ) მე-7 პუნქტის: 
დ.ა) „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქმისწარმოების (მათ შორის საიდუმლო) ორგანიზება; მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირების წარმართვა; ადმინისტრაციაში ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სამართლებრივი აქტებისა და წერილების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ასევე ადმინისტრაციაში მომზადებული დოკუმენტების პროექტების რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

გ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების რეესტრების წარმოება და შესაბამისი ელექტრონული საძიებო სისტემის განახლების უზრუნველყოფა;“;

დ.ბ) „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ადმინისტრაციაში შემოსული კორესპონდენციის რეგისტრირება, კომპეტენციის განსაზღვრა და შესაბამისი ადრესატისათვის მიწოდება;

ვ) ადმინისტრაციაში შემოსული მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების მიღება, რეგისტრირება, კომპეტენციის ფარგლებში განხილვა, ანალიზი, მათში დასმული პრობლემების განზოგადება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენა, ასევე სტატისტიკური და თემატური ანალიზის მომზადება;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაგზავნილ წერილებში დასმული პრობლემების განხილვისა და მათზე დროული რეაგირების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობა;“;

ე) მე-9 პუნქტში:
ე.ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ბ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ბ1) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტოტრანსპორტის მართვა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;“;

ე.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ვ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ1) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა;“;

ვ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საფინანსო დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ადმინისტრაციის ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;

გ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის გადარიცხვა დანიშნულებისამებრ;

ე) წლიური საბიუჯეტო კანონით ადმინისტრაციისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ათვისების შესახებ ინფორმაციის მომზადება ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად;

ვ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი