ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 130
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.160.016340
130
04/11/2015
ვებგვერდი, 09/11/2015
010250000.35.160.016340
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №130

2015 წლის 4 ნოემბერი

ქ. რუსთავი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს  47-ე  მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგენილების დანართი 1-ით განსაზღვრულ ზონაში, არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის, პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვროს ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე საკუთრებაში არსებული შენობა -ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,5 ლარის ოდენობით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითერების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 ოქტომბრის  №125 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13/10/2015, 010250000.35.160.016335).

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე

დანართი 1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის შეზღუდვის ზონები

ა)  საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – (სსზ); 

    ბ)  საცხოვრებელი ზონა  5 – (სზ-5);

    გ)  საცხოვრებელი ზონა  6 –  (სზ-6).