დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 129 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.160.016339 |
129
04/11/2015
ვებგვერდი, 09/11/2015
010250000.35.160.016339
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 46-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დადგენილების დანართი 1-ით განსაზღვრულ ზონაში, სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის, პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვროს ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,5 ლარის ოდენობით. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 ოქტომბრის №124 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13/10/2015, 010250000.35.160.016334). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1იანვრიდან. |
|
დანართი 1
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
დაუსრულებელი ობიექტის შეზღუდვის ზონები |
ა) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა – (ლსზ);
ბ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – (სსზ); გ) სარეკრეაციო ზონა 1 – (რზ-1); დ) სარეკრეაციო ზონა 2 – (რზ-2); ე) საცხოვრებელი ზონა 2 – (სზ-2); ვ) საცხოვრებელი ზონა 3 – (სზ-3) ზ) საცხოვრებელი ზონა 5 – (სზ-5); თ) საცხოვრებელი ზონა 6 – (სზ-6).
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები