ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016208
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
57
03/11/2015
ვებგვერდი, 06/11/2015
010250050.35.137.016208
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/11/2015 - 01/12/2015)

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №57

2015 წლის 3 ნოემბერი

დაბა ადიგენი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა  და ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებით დამტკიცებული ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების 38-ე მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის  რეორგანიზაციის გეგმა, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
რეორგანიზაციის პროცესში გამგეობამ იმუშაოს გამგეობისა და სტრუქტურული  ერთეულების მოქმედი დებულებებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი



დანართი №1
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში-გეგმა) შედგენილია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი’’ და ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად.

2. გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურას, რეორგანიზაციის ვადას, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს.


მუხლი 2. სარეორგანიზაციო სტრუქტურა
1. რეორგანიზაცია შეეხება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულს:

ა) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურიდან ზედამხედველობის განყოფილების გამოყოფა და ახალი სტრუქტურული ერთეულის ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ჩამოყალიბება.


მუხლი 3. სარეორგანიზაციო ღონისძიებები და ჩატარების ვადა
1. გამგეობის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს 2015 წლის 10 დეკემბრამდე.

2. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები (სამოქმედო გეგმა):

ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურიდან, ზედამხედველობის განყოფილების გამოყოფა, მუნიციპალიტეტის ახალი სტრუქტურული ერთეულის – ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ჩამოყალიბება. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება და ფუნქციების განსაზღვრა უნდა დასრულდეს 2015 წლის 8 დეკემბრამდე;

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს 2015 წლის 8 დეკემბრამდე;

გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს 2015 წლის 8 დეკემბრამდე;

დ) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს 2015 წლის 8 დეკემბრამდე;

ე),,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 იანვრის №3 განკარგულებაში შესატანი ცვლილებებისა და ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა, მოსამსახურეთა და ხელშეკრულებით აყვანილ პირთა რანგირების და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ’’ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 იანვრის №4 განკარგულებაში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2015 წლის 8 დეკემბრისა;

ვ) ვაკანტურ თანამდებობაზე (არსებობის შემთხვევაში) კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული წესის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის ვადების დაცვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;

ზ) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მოსამსახურეთა გაფრთხილება მოსალოდნელი რეორგანიზაციის, შტატების შემცირების (საჭიროების შემთხვევაში) ან სხვა სამსახურში გადაყვანის შესახებ უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2015 წლის 10 ნოემბრამდე;

თ) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარეორგანიზაციო სტრუქტურის მოსამსახურეთა სამუშაო  აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება და მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2015 წლის  8 დეკემბრისა.


მუხლი 4. გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები
1. გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელმაც საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.

2. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ", ,,გ’’, ,,დ’’, და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებათა შესრულებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური.

3. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შესრულებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.

4. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებათა შესრულებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სარეორგანიზაციო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.