2016 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ

2016 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 02/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016186
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
99
02/11/2015
ვებგვერდი, 04/11/2015
300300000.22.025.016186
2016 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/11/2015 - 11/04/2016)

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №99

2015 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

2016 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ

 „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „2016 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ 2016 წლის 1 იანვრიდან  2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 
2. ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად მიიჩნევა შემდეგი წარმოების ლიცენზიატები:

ა) შპს „ენგურჰესი“;

ბ) შპს „ვარდნილჰესების კასკადი“.

3. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების მიზნით ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ელექტროენერიის (სიმძლავრის) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში, მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ. 
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე