სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

  • Word
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2284
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020192
  • Word
2284
23/10/2015
ვებგვერდი, 05/11/2015
000000000.00.003.020192
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2284

2015 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების  განხორციელების თაობაზე

1. მიმდინარე წელს მომხდარი სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 2 225 421 (ორი მილიონ ორას ოცდახუთი ათას ოთხას ოცდაერთი) ლარი, მათ შორის:

ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი;

ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტს 690 000 (ექვსას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი;

გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს 451 000 (ოთხას ორმოცდათერთმეტი ათასი) ლარი;

დ)თელავის მუნიციპალიტეტს 322 805 (სამას ოცდაორი ათას რვაას ხუთი) ლარი;

ე)მარტვილის მუნიციპალიტეტს 61 616 (სამოცდაერთი ათას ექვსას თექვსმეტი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, თელავისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებმა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან, ასევე აღნიშნული მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტმა პროექტებთან –  „ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდბოგირის მოწყობა გზისა და ხევის გადაკვეთაზე“ და „სოფელ საშაბუროში ხიდბოგირის მოწყობა გზისა და ხევის გადაკვეთაზე“ დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებმა, ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტმა, გარდა ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროექტებისა, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი