საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2283
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020191
  • Word
2283
23/10/2015
ვებგვერდი, 05/11/2015
000000000.00.003.020191
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2283

2015 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 201 5 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინე­ბუ­ლი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის გამოუყოს 4 34 490 (ოთხას ოცდათოთხმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაათი) ლარი, მათ შორის:

1.1.  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 105 800 (ას ხუთი ათას რვაასი) ლარი დანართ №1-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.2. ხონის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 67 500 (სამოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი დანართ №2-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.3. ლენტეხის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 61 740 (სამოცდაერთი ათას შვიდას ორმოცი) ლარი დანართ №3-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.4. თიანეთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 56 450 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი დანართ №4-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.5. ხობის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 51 000 (ორმოცდათერთმეტი ათასი) ლარი დანართ №5-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.6. ტყიბულის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 48 000 (ორმოცდარვა ათასი) ლარი დანართ №6-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.7. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) ლარი დანართ №7-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

 

 პრემიერ - მინისტრი                                                        ირაკლი ღარიბაშვილი