„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფონდებში რესურსების გაზრდის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ოქტომბრის №2090 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2282
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020190
  • Word
2282
23/10/2015
ვებგვერდი, 05/11/2015
000000000.00.003.020190
„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფონდებში რესურსების გაზრდის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ოქტომბრის №2090 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2282

2015 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფონდებში რესურსების გაზრდის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ოქტომბრის №2090 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფონდებში რესურსების გაზრდის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ოქტომბრის №2090 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მიმდინარე წლის 4 სექტემბრის საქართველოს მთავრობის სხდომის №28 ოქმის დავალების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებების 60 000 000 (სამოცი მილიონი) ლარით შემცირების ხარჯზე გაზარდოს:

ა) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარით;

ბ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები 40 000 000 (ორმოცი მილიონი) ლარით.“.

2. დაევალოთ საქართველოს სამინისტროებს, მათ სისტემაში შემავალი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებებით 2015 წლის ბოლომდე ასაღები ახალი ფინანსური ვალდებულებების (პროგრამული კოდების, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებისა და დაგეგმილი ღონისძიების მიხედვით) და მოსალოდნელი ეკონომიების (პროგრამული კოდების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით) შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენა, არაუგვიანეს 2015 წლის 29 ოქტომბრისა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს საქართველოს მთავრობისათვის წინადადების წარდგენა, არსებული რესურსით საქართველოს მთავრობის სარეზერვო და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის გაზრდის მიზნით.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი