დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 852 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140120000.22.034.016492 |
|
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 140120000.22.034.016290) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 მუხლები:
„51. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა ამავე კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან გათავისუფლების მიზნით, სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისათვის (ხელახალი რეგისტრაციისათვის) სააგენტოში უნდა წარადგინონ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი სამსახურიდან. 52. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებმა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან გათავისუფლების მიზნით, სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისათვის (ხელახალი რეგისტრაციისათვის) ამ ბრძანების მე-3 მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის ნაცვლად სააგენტოში უნდა წარადგინონ თანამდებობის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები