საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2279
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020187
  • Word
2279
23/10/2015
ვებგვერდი, 05/11/2015
000000000.00.003.020187
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2279

2015 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში − დებულება) 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სამი თვის ვადით გათავისუფლდეს 9500 მ3 სასარგებლო წიაღისეულის (კონგლომერატი, ქვიშა-ხრეში) მოპოვების ლიცენზიისაგან, ქვემოთ მითითებული X და Y კოორდინატების საზღვრებში:

ა) სოფ. გომბორის მიმდებარე ტერიტორია − 500 მ3 ქვიშა-ხრეში;

 

X

Y

1

515916

4634017

2

515922

4634056

3

515941

4634040

4

515921

4634012

S = 0,05ჰა

WGS 1984;

 

      ბ) სოფ. ბადიაურის მიმდებარე ტერიტორია − 1500 მ3 კონგლომერატები;

 

X

Y

1

544967

4608366

2

544943

4608398

3

544955

4608404

4

544978

4608373

S = 0,05ჰა

WGS 1984;

 

      გ) სოფ. თოხლიაურის მიმდებარე ტერიტორია − 4000 მ3 ქვიშა-ხრეში;

 

X

Y

1

534052

4619317

2

534090

4619322

3

534075

4619202

4

534051

4619171

S = 0,4ჰა

WGS 1984;

 

      დ) სოფ. თულარის მიმდებარე ტერიტორია − 2500 მ3 კონგლომერატი;

 

X

Y

1

545542

4601995

2

545566

4602005

3

545581

4601976

4

545551

4601961

S = 0,10ჰა

WGS 1984;

 

      ე) რ/ც  საგარეჯოს  (მდ. თვალთხევის  ჭალა-კალაპოტი)  ტერიტორია

1000 მ3 ქვიშა-ხრეში;

X

Y

1

526833

4620915

2

526860

4620908

3

526857

4620864

4

526826

4620864

S = 0,14ჰა

WGS 1984;

 

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი − საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის.

3. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა წიაღითსარგებლობის ორ ობიექტზე (სოფელ ბადიაურისა და სოფელ თულარის მიმდებარე ტერიტორია) და მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხების გადახდა:

ა) სოფ. გომბორის მიმდებარე ტერიტორია − 500 მ3 ქვიშა-ხრეშისთვის 87 (ოთხმოცდაშვიდი) ლარი;

ბ) სოფ. თოხლიაურის მიმდებარე ტერიტორია − 4000 მ3 ქვიშა-ხრეშისთვის 696 (ექვსას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი;

გ) რ/ც საგარეჯოს (მდ. თვალთხევის ჭალა-კალაპოტი) ტერიტორია, 1000 მ3 ქვიშა-ხრეშისთვის 174 (ას სამოცდათოთხმეტი) ლარი;

დ) სოფ. ბადიაურის მიმდებარე ტერიტორია − 1500 მ3 კონგლომერატისთვის 300 (სამასი) ლარი;

ე) სოფ. თულარის მიმდებარე ტერიტორია − 2500 მ3 კონგლომერატისთვის 500 (ხუთასი) ლარი.

4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

5. საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                       ირაკლი ღარიბაშვილი