დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმის” საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად მ. ჯანელიძის, ლ. ხუციშვილისა და ს. ურიდიას დანიშვნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 სექტემბრის №2008 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2278 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020186 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2278
2015 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმის” საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად მ. ჯანელიძის, ლ. ხუციშვილისა და ს. ურიდიას დანიშვნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 სექტემბრის №2008 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმის” საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად მ. ჯანელიძის, ლ. ხუციშვილისა და ს. ურიდიას დანიშვნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 სექტემბრის №2008 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმის” საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად ლ. ხუციშვილის, ი. ქავთარაძის, გ. არველაძისა და ს. ურიდიას დანიშვნის შესახებ”
2. განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ცვლილების ოქმზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და გენადი არველაძე, ხოლო საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლად ასევე დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია.“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები