დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის N117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 107 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 02/11/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/02/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016611 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 13.07.2012 წ., 040030000.22.027.016329) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის: ა) „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ) საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენა/დადასტურება; ყ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;“ ბ) „ც“ და „ძ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1" ქვეპუნქტი: „ლ1) „უფლებამოსილია, მინისტრთან შეთანხმებით, ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის, ან განსაკუთრებული მოცულობის სამუშაოსათვის, რომელიც აღემატება ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, თანამშრომლისთვის განსაზღვროს დამატებითი საზღაური (დანამატი).”. 3. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „ა) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების პროექტების მომზადება;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 24-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიზანია ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საკითხთა გადაწყვეტის მხარდაჭერა.“; ბ) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის (გარდა საგამონაკლისო წესით მინიჭებისა) საჭირო ცოდნის დონის დადგენა; ბ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების განხილვისას მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის დადგენა.“; გ) მე-3 პუნქტის: გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.ბ) „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად ტესტების შედგენისა და ტესტირების ჩატარების უზრუნველყოფა; გ) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების) მსურველ პირთა სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმება და შეფასება; დ) სააგენტოს მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისას, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის დადგენა.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები