დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2261 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020169 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2261
2015 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მიეცეს თანხმობა, განახორციელოს თავის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების, კერძოდ, ქ. თბილისში, გორგასლის ქუჩა №75-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.18.09.003.057) განთავსებული №2 შენობა-ნაგებობის ჩამოწერა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები