დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.112.016242 |
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №20 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 18/08/2014; 010250020.35.112.016175) შევიდეს ცვლილება და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №20 დადგენილებით დამტკიცებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები, კერძოდ:
|
1.
მეექვსე მუხლს დაემატოს „კ“-„უ“ პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„კ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების, შესამუშავებელ და განსახილველ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სამართლებრივი გამართულობის უზრუნველყოფა; ლ) საკრებულოში ინიციირებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; მ) საკრებულოს წევრებისთვის და აპარატის თანამშრომლებისთვის კონსულტაციების მიცემა საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში; ნ) საკანონმდებლო სიახლეების საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისთვის გაცნობა; ო) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობის ორგანიზების გაწევა ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან; პ) თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება; ჟ) საკრებულოს საქმიანობის ანგარიშების, პრესრელიზების მომზადება; რ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა, პიარის დაგეგმვა და განხორციელება; ს) საკრებულოს წევრების საჯარო გამოსვლების საინფორმაციო უზრუნველყოფა; ტ) მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვა; უ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება;“. |
2.
მეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სამდივნო სამდივნო აერთიანებს ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მოსამსახურეებს, რომლებიც ორგანიზაციულ - ტექნიკურ მომსახურებას უწევენ საკრებულოს თანამდებობის პირებს, აგრეთვე იმ მოსამსახურეებს, მათ შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს კომისიების მომსახურებას. სამდივნო: ა) ახორციელებს საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების მომსახურებას; ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს კომისიებისა და ფრაქციების სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას; გ) უზრუნველყოფს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებზე განსახილველი საკითხების გამრავლებას და დარიგებას; დ) აწარმოებს საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის მოსამსახურეთა პირად საქმეებს; ე) უზრუნველყოფს აპარატის მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის წარმოებას; ვ) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს თანამდებობის პირებს დეკლარაციების დროულად წარდგენაზე; ზ) აპარატის დებულების შესაბამისად ასრულებს აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებს; თ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრებს, აღრიცხავს წინადადებებსა და შენიშვნებს; ი) აწარმოებს საერთო კრების სხდომის ოქმებს.“. |
3.
მერვე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“; |
4.
მე-9 მუხლის
ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის და აპარატის უფროსის წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები