„სს „სილქნეტისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ივნისის №1374 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სს „სილქნეტისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ივნისის №1374 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020167
  • Word
2259
22/10/2015
ვებგვერდი, 05/11/2015
000000000.00.003.020167
„სს „სილქნეტისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ივნისის №1374 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2259

2015 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „სს „სილქნეტისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ივნისის №1374 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სს „სილქნეტისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ივნისის №1374 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის გარდაბან-მარნეულის სატყეო უბნის საცხენისის სატყეოს კვარტალ №1-ის ლიტერ №1-ში არსებულ მიწის ფართობზე (10 კვ.მ), სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების ჭრის უფლების გარეშე) ვადა სს „სილქნეტს“ განესაზღვროს 20 (ოცი) წლით.

2. „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №425 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სს „სილქნეტს“, სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის, საკომპენსაციო საფასური განესაზღვროს „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების 274 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              ირაკლი ღარიბაშვილი