„სს „სილქნეტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №1669 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სს „სილქნეტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №1669 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2258
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020166
  • Word
2258
22/10/2015
ვებგვერდი, 05/11/2015
000000000.00.003.020166
„სს „სილქნეტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №1669 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2258

2015 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „სს „სილქნეტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №1669 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სს „სილქნეტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №1669 განკარგულებაშიშეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ, კოლხეთის სატყეო უბნის ჭურიის სატყეოს კვარტალ   №5-ის, ლიტერ №1-სა და №25-ში და მის მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში (დანართი) მდებარე მიწის ფართობზე (სულ − 248 კვ.მ) სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხემცენარეების ჭრის უფლების გარეშე) ვადა სს „სილქნეტს“ (ს/კ 204566978) განესაზღვროს 20 (ოცი) წლით.

2. „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №425 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სს „სილქნეტს“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის საკომპენსაციო საფასური განესაზღვროს „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების 274 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                     ირაკლი ღარიბაშვილი