საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სარგებლობაში არსებული ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2256
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020164
  • Word
2256
22/10/2015
ვებგვერდი, 05/11/2015
000000000.00.003.020164
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სარგებლობაში არსებული ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2256

2015 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სარგებლობაში არსებული ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს, (შემდგომში − ინსტიტუტი) მდგრადი განვითარების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლით ვადით, იჯარის უფლებითგადასცეს:

ა) შპს „ელიავას ბაქტერიოლოგიური არეების წარმოებას“ (ს/კ: 205293476) ქალაქ თბილისში, ლ. გოთუას №3-ში (საკადასტრო კოდი: №01.10.13.016.020) მდებარე ინსტიტუტის №21 შენობაში 328.25 კვ. მ ფართი, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 800 (რვაასი) ლარი;

ბ) შპს „ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატებს“ (ს/კ: №205263604) ქალაქ თბილისში, ლ. გოთუას №3-ში (საკადასტრო კოდი: №01.10.13.016.020) მდებარე ინსტიტუტის №5 შენობაში 476.34 კვ. მ ფართი, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ მოძრავ ქონებასთან (აპარატურა/დანადგარები) ერთად, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 1400 (ათას ოთხასი) ლარი;

გ) შპს „ბაქტერიოფაგის ანალიტიკურ-სადიაგნოსტიკო ცენტრ დიაგნოზ 90-ს“ (ს/კ: №211352301) ქალაქ თბილისში, ლ. გოთუას №3-ში (საკადასტრო კოდი: №01.10.13.016.020) მდებარე ინსტიტუტის №14 და №35 შენობებში 253.54 კვ. მ ფართი, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 1500 (ათას ხუთასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                                        ირაკლი ღარიბაშვილი