„მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იაფი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პროექტის პირობებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 თებერვლის №3-10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 26-103
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 190020100.35.101.016215
26-103
30/10/2015
ვებგვერდი, 03/11/2015
190020100.35.101.016215
„მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იაფი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პროექტის პირობებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 თებერვლის №3-10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

       ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26-103

2015 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იაფი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პროექტის პირობებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 თებერვლის №3-10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იაფი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პროექტის პირობებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 თებერვლის №3-10 დადგენილებაში (ვებგვერდი, 25.02.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020100.35.101.016122) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის პროექტის პირობების (დანართი 1):

ა)  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, სტიქიური მოვლენის/სტიქიური უბედურების, ხანძრის ან შენობა-ნაგებობის დაზიანების/დანგრევის შედეგად (რომელმაც გამოიწვია ქონების დაზიანება ან განადგურება) მეწარმე სუბიექტის დაზარალების  შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;

ბ) მე-4 მუხლს დაემატოს 111 პუნქტი:

„111. პარტნიორი საფინანსო ორგანიზაციის მიერ სტიქიური მოვლენის/სტიქიური უბედურების, ხანძრის ან შენობა-ნაგებობის დაზიანების/დანგრევის შედეგად (რომელმაც გამოიწვია ქონების დაზიანება ან განადგურება)  დაზარალებული მეწარმე სუბიექტებისათვის  სესხი გაიცემა მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის „დ“-“თ“ ქვეპუნქტებითა და ამ პუნქტით განსაზღვრული შემდეგი პირობებით:

ა) წლიური საპროცენტო განაკვეთი: 3%;

ბ) სესხის პერიოდი: მაქსიმუმ 84 თვე;

გ) სესხის გადახდის შეღავათიანი პერიოდი განისაზღვრება საფინანსო ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად სესხის ძირითად თანხასა და პროცენტის ნაწილზე 6-დან 12 თვის ვადით;“.

2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმას“ (დანართი 2) დაემატოს 51 პუნქტი:

„51. პარტნიორი საფინანსო ორგანიზაციის მიერ სტიქიური მოვლენის/სტიქიური უბედურების, ხანძრის ან შენობა-ნაგებობის დაზიანების/დანგრევის შედეგად (რომელმაც გამოიწვია ქონების დაზიანება ან განადგურება) დაზარალებული მეწარმე სუბიექტებისათვის სესხი გაიცემა მე-5 პუნქტის 5.1, 5.3, 5.6-5.9 ქვეპუნქტებითა და ამ პუნქტით განსაზღვრული შემდეგი პირობებით:

51.1 საფინანსო ორგანიზაცია გასცემს ერთობლივი პროექტით გათვალისწინებულ სესხებს წლიურ 3%-იანი განაკვეთით;

51.2 სესხის გადახდის შეღავათიანი პერიოდი განისაზღვრება საფინანსო ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად სესხის ძირითად თანხასა და პროცენტის ნაწილზე 6-დან 12 თვის ვადით;

51.3 სესხის პერიოდი იქნება მაქსიმუმ 84 თვე;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი