,,ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ’’ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ’’ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.114.016289
47
30/10/2015
ვებგვერდი, 06/11/2015
200130000.35.114.016289
,,ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ’’ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №47

2015 წლის 30 ოქტომბერი

დაბა ჩოხატაური

 

 

,,ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ’’ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-7 მუხლის შესაბამისად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ცვლილება შევიდეს ,,ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ’’ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №29  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/08/2015,  სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.114.016271)

1.დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

სასაფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია ლარებში ერთ ჰექტარზე:

 

                        

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა საბაღე, საბოსტნე)

 

60

2

საკარმიდამო

60

3

სათიბი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)

 

20

4

საძოვარი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)

 

16

5

ტყის მიწები(რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით)

 

ა)

სათიბები

20

ბ)

საძოვრები

16

გ)

სახნავი

60

“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე