სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ 95%-იანი წილის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბ&ნ“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ 95%-იანი წილის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბ&ნ“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2248
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020156
  • Word
2248
22/10/2015
ვებგვერდი, 05/11/2015
000000000.00.003.020156
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ 95%-იანი წილის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბ&ნ“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2248

2015 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ 95%-იანი წილის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბ&ნ“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 244969370)95%-იანი წილი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 800 000 (რვაასი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ბ&ნ“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი: 204506472).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვისვადაში:

ბ.ა) შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ საკუთრებაში არსებულ, 37.10.33.011 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 700 (შვიდასი) საწოლზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულების შექმნა (მათ შორის, აღნიშნული მიზნით, დამატებით არანაკლებ 2 (ორი) ერთეული (ჯამში არანაკლებ 2400 კვ.მ ფართობის მქონე), შენობა-ნაგებობის მშენებლობა და კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა, კეთილმოწყობა და ფუნქციონირების დაწყება;

ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით ნაკისრი საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

გ) შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ არსებული სერვისების მიწოდების შენარჩუნება, მათ შორის, ამ პუნქტის „ბ.ა“ და „.ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას;

დ) ამ განკარგულების „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონებისათვის (მათ შორის, დამატებით არანაკლებ 2 (ორი) ერთეული (ჯამში არანაკლებ 2400 კვ.მ ფართობის მქონე)), შენობა-ნაგებობისათვის სამედიცინო პროფილის შენარჩუნება ამ შენობა-ნაგებობების არსებობის ვადით, მაგრამ არანაკლებ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 (ორმოცდაათი) წლის განმავლობაში, მათ შორის:

დ.ა) „ტუბერკულოზის მართვისა“ და „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სფეროში არსებული შესაბამისი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა;

დ.ბ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული სრული პაკეტის განხორციელება, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების უზრუნველყოფა;

დ.გ) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების სერვისისა და ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობ(ებ)ის სტაციონარული მომსახურებისა და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტების შენარჩუნება;

ე) „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დამატებით არანაკლებ 2 (ორი) ერთეული (ჯამში არანაკლებ 2400 კვ.მ ფართობის მქონე) შენობა-ნაგებობაზე) „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართვლოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული ფსიქიატრიული დახმარების გაწევისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, საზოგადოების და პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის პაციენტის იზოლირებით, და გარე სამყაროსთან საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული კომუნიკაციის შეზღუდვის უზრუნველყოფა; ასევე, საჭიროების შემთხვევაში პაციენტის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გაყვანა/გადაყვანა და უკან დაბრუნება, შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფით.

3.  შპს „ბ&ნ“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, მათი შეუსრულებლობისთვის შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამ განკარგულების ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                          ირაკლი ღარიბაშვილი