„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ოქტომბრის №2166 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020153
  • Word
2245
20/10/2015
ვებგვერდი, 05/11/2015
000000000.00.003.020153
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ოქტომბრის №2166 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2245

2015 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხისგამოყოფისშესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ოქტომბრის №2166 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ოქტომბრის №2166 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარ­გუ­ლების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში გასამართი საერთაშორისო ფორუმის − „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − მეწარმეობის განვითარების სააგენტოს გამოუყოს  1 043 000 (ერთი მილიონ ორმოცდასამი ათასი) ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                                                        ირაკლი ღარიბაშვილი