შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენისათვის“ (ს/კ: 406070237) სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადაცემაზე სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის №23 და სსიპ - ქალაქ თბილისის №31 საჯარო სკოლებისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2241
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020149
  • Word
2241
19/10/2015
ვებგვერდი, 05/11/2015
000000000.00.003.020149
შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენისათვის“ (ს/კ: 406070237) სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადაცემაზე სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის №23 და სსიპ - ქალაქ თბილისის №31 საჯარო სკოლებისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2241

2015 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენისათვის“ (ს/კ: 406070237) სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადაცემაზე სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის №23 და სსიპ – ქალაქ თბილისის №31 საჯარო სკოლებისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:

ა) სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის №23 საჯარო სკოლას, თავის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, დ. უზნაძის ქ. №59-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №01.16.05.011.016) მდებარე უძრავი ქონების – შენობა №2-ის პირველ სართულზე – 263.26 კვ.მ ფართი, 2015 წლის 19, 20 და 21 ოქტომბერს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში, იჯარის ფორმით, საათობრივი საიჯარო ქირით – 50 (ორმოცდაათი) ლარად გადასცეს შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენს“ (ს/კ: 406070237);

ბ) სსიპ – ქალაქ თბილისის №31 საჯარო სკოლას, თავის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, არ. ჩიქობავას ქ. №17-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №01.16.06.035.010) მდებარე უძრავი ქონების შენობის პირველ სართულზე – 97.06 კვ.მ ფართი, 2015 წლის 22 და 23 ოქტომბერს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში, იჯარის ფორმით, საათობრივი საიჯარო ქირით – 50 (ორმოცდაათი) ლარად გადასცეს შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენს“ (ს/კ: 406070237).

პრემიერ-მინისტრი                                ირაკლი ღარიბაშვილი