„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „თბილისი იპოდრომ სერვისსა“ და შპს „ინვესტ კაპიტალს“ შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის მოწონების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2240
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020148
  • Word
2240
19/10/2015
ვებგვერდი, 05/11/2015
000000000.00.003.020148
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „თბილისი იპოდრომ სერვისსა“ და შპს „ინვესტ კაპიტალს“ შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის მოწონების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2240

2015  წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „თბილისი იპოდრომ სერვისსა“ და შპს „ინვესტ კაპიტალს“ შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის მოწონების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ჟოკეი კლუბს“ შორის 2007 წლის 28 სექტემბერს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში შპს „ჟოკეი კლუბის“ უფლებამონაცვლეების, შპს „თბილისი იპოდრომ სერვისის“ და შპს „ინვესტ კაპიტალის“ ვალდებულებათა გამიჯვნის თაობაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „თბილისი იპოდრომ სერვისსა“ და შპს „ინვესტ კაპიტალს“ შორის გასაფორმებელიშეთანხმების პროექტი.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                              ირაკლი ღარიბაშვილი