„ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 02/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2015
ძალაში შესვლის თარიღი 03/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 220900000.11.004.016034
1
02/11/2015
ვებგვერდი, 04/11/2015
220900000.11.004.016034
„ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №1

2015 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

,,ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
,,ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ბანკნოტები/მონეტები უნდა შეიცავდეს გამოშვების წელს ციფრებით, ბანკნოტები ასევე უნდა შეიცავდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერას და ყველა ბანკნოტისათვის ინდივიდუალურ სერიულ ნუმერაციას.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 3 ნოემბრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე