„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26-109
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016218
26-109
30/10/2015
ვებგვერდი, 02/11/2015
010260050.35.101.016218
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26-109

2015 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველის პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტების და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1.  შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებაში (ვებგვერდი, 14.08.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016199) და დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველის პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტების, 118-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 1181 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის,  ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებით დამტკიცებულ წესში და წესის:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესი  (შემდგომში – წესი)  შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად და განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების – უძრავი და მოძრავი ნივთების, წილების, აქციების, მოთხოვნების და უფლებების  (შემდგომში – ქონება) პირდაპირი განკარგვის ფორმით ან/და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესს .“;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საპრივატიზებო საფასური და საპრივატიზეbო პირობები

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების, წილებისა და აქციების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას, საპრივატიზებო საფასურს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის გათვალისწინებით, ასევე აუდიტორული (ექსპერტი) დასკვნის გარეშე ნებისმიერი, მათ შორის სიმბოლური თანხის ოდენობით.

2. კონკურენტული შერჩევის დროს საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება ასევე შემოთავაზებული ფასის საუკეთესო წინადადება.

3. გაცვლის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს როგორც საპრივატიზებო საფასურით, ასევე საპრივატიზებო საფასურის გარეშე.

4. თუ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება გასაცვლელი ქონების საბაზრო ღირებულებას, გაცვლის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საპრივატიზებო საფასურით, აუდიტორული (ექსპერტის)  დასკვნით დადგენილი საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობის არანაკლები ოდენობით.

5. ქონების პრივატიზებისას შესაძლებელია განისაზღვროს საპრივატიზებო პირობა (პირობები), რომელიც ძირითად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს ქონების შემძენისთვის.

6. საპრივატიზებო პირობებს განსაზღვრავს ქ. თბილისის მთავრობა და ითანხმებს თბილისის საკრებულო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი