დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26-107 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.101.016220 |
|
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1. შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებაში (ვებგვერდი, 23.12.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040110030.35.101.016060) და დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველის პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“ 2. შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებით დამტკიცებულ წესში და წესის: ა) პირველი მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით შემოსული „ბე“-ს თანხების საკუთარ ტრანზიტულ ანგარიშზე მიღებას ახორციელებს აუქციონატორი და უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ხაზინის ანგარიშზე მიმართვას. ამასთან, აღნიშნული თანხების აუქციონატორის ანგარიშზე განთავსების მიზანს არ წარმოადგენს რაიმე სარგებლის მიღება. ხოლო პრივატიზების საფასურის, საბანკო გარანტიის, პირგასამტეხლოს, საურავის და ა.შ. მიმართვა ხორციელდება ხაზინის შესაბამის ანგარიშზე.“ ბ) მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ვადაგაგრძელებული აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამ ქონების აუქციონზე გატანა ხდება იმავე პირობებით და ფასით;“ გ) მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) განმეორებითი აუქციონი - აუქციონი რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამ ქონების აუქციონზე გატანა ხდება შეცვლილი პირობებით და ფასით;“ დ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელსაც განსაზღვრავს აუქციონატორი და რომელიც უნდა შეადგენდეს საპრივატიზებო ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10 %-ს და არა უმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 დღით უნდა აღემატებოდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას;“ ე) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) აუქციონატორი უფლებამოსილია, შეწყვიტოს გამოცხადებული აუქციონი და ამოიღოს აუქციონიდან ლოტი, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით. ასეთ შემთხვევაში აუქციონის მონაწილეს უბრუნდება გადახდილი ბე/საბანკო გარანტია“. ვ) მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ზ) მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი: „მუხლი13. განმეორებითი ელექტრონული აუქციონი“ „1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ეს ქონება შესაძლებელია გატანილ იქნას საპრივატიზებოდ ელექტრონულ აუქციონზე შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით. ასეთ შემთხვევაში აუქციონი ჩაითვლება განმეორებით ელექტრონულ აუქციონად. განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს. თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, აღმასრულებელი ორგანოს მიერ საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.“ 2.. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესები.“ თ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი14. ვადაგარგრძელებული ელექტრონული აუქციონი 1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ქონების მმართველი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესები.“ ი) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. განმეორებითი საჯარო აუქციონი 1. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ეს ქონება შესაძლებელია გატანილ იქნას საპრივატიზებოდ საჯარო აუქციონზე შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით. ასეთ შემთხვევაში აუქციონი ჩაითვლება განმეორებით საჯარო აუქციონად. განმეორებით საჯარო აუქციონზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს. თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, აღმასრულებელი ორგანოს მიერ საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.“ კ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონი 1. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ქონების მმართველი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.“ ლ) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განვადების საფასური შეადგენს ლოტის საწყისი ღირებულების 0,5% ლოტის სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადის მომდევნო დღიდან, ყოველ დამატებით 30 კალენდარულ დღეზე. ლოტის სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის პირველი 15 კალენდარული დღისთვის აუქციონში გამარჯვებული არ იხდის განვადების საფასურს“ მ) 241 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 241 საწყისი საპრივატიზებო საფასური 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით აუქციონატორის მიერ“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით აუქციონატორის მიერ“. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით აუქციონატორის მიერ.”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები