,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 261
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 186, 30/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 27/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.10.003.001.205
  • Word
261
29/12/2008
სსმ, 186, 30/12/2008
330.130.000.10.003.001.205
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №261

2008 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №95, მუხლი 1084) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 პუნქტი:

181. კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) – ხაზობრივი ნაგებობის სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს საკომუნიკაციო კავშირს მიმწოდებელსა ან/და მომხმარებლებს შორის;“.

2. მე-13 მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

მუხლი 131. კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი)

1. კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო, რადიოსარელეო, თანამგზავრული ხაზების ფიზიკური წრედების, სახაზო ტრაქტების ან/და მათი ტექნოლოგიური სისტემის შემადგენელი დანადგარების, მოწყობილობებისა და ნაგებობების ერთიანი კომპლექსი.

2. კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) მოიცავს: საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მაგისტრალურ ხაზებსა და ადგილობრივი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მაგისტრალურ და გამანაწილებელ ხაზებს.

3. კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანა (მონტაჟი) ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს არსებულ საინჟინრო-საკომუნიკაციო არხებში/ღარებში, შახტებში ან/და გვირაბებში.

4. თუ კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გასაყვან/სამონტაჟო ტერიტორიაზე არ არსებობს მოქმედი მიწისქვეშა საინჟინრო-კომუნალური ქსელების ინფრასტრუქტურა ან/და შეუძლებელია ამ ინფრასტრუქტურის გამოყენებით კავშირგაბმულობის ხაზის გაყვანა, მაშინ კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანა (მონტაჟი) შესაძლებელია მიწის ზედაპირიდან არანაკლებ 5 მეტრის სიმაღლეზე.

5. თუ კავშირგაბმულობის ხაზის/ქსელის გაყვანა (მონტაჟი) დამატებით საჭიროებს სხვა კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს, მაშინ გაიცემა ცალკე მშენებლობის ნებართვა ასეთი შენობა-ნაგებობის კლასისთვის დადგენილი წესით.“.

4. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის წყალსადენი და წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, კავშირგაბმულობის ხაზი/ქსელი;“;

ბ) მე-3 პუნქტის ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის (დაბალი წნევის) გაზსადენი, II კატეგორიის (ქალაქის ქუჩის ქსელი) წყალსადენი, II კატეგორიის წყალარინების მილი, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზი, III კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა, III კატეგორიის საავტომობილო გზა, II კატეგორიის ქუჩა;“;

გ) მე-4 პუნქტის ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) ხაზობრივი ნაგებობები – II კატეგორიის ნავთობსადენი და გაზსადენი, I კატეგორიის (გარე ქსელი) წყალსადენი, I კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზი, II კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა, II კატეგორიის რკინიგზა, II კატეგორიის საავტომობილო გზა, I კატეგორიის ქუჩა;“.

5. 25-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1“ ქვეპუნქტი:

1. კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანისათვის (მონტაჟისათვის) ტრასის შერჩევის ტექნიკური პირობების განსაზღვრას, პრინციპებისა და პრიორიტეტების დადგენას.“.

6. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

31. კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) არსებულ საინჟინრო-საკომუნიკაციო არხებში-ღარებში, შახტებში, გვირაბებში, აგრეთვე არსებულ ბოძებსა და ანძებზე, ასევე სხვა შენობა-ნაგებობებზე გაყვანის (მონტაჟის) შემთხვევაში, თუ კავშირგაბმულობის ხაზის გაყვანა (მონტაჟი) არ საჭიროებს დამატებითი სამშენებლო სამუშაოების შესრულებას (მაგ.: თხრილების გაყვანა, არხების/ღარების მშენებლობა, საყრდენი ბოძებისა და ანძების მონტაჟი და სხვ.), არქიტექტურულ-კონსტრუქციული დოკუმენტის პროექტი მოიცავს:

ა) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო საკომუნიკაციო ნაგებობ(ებ)ის მესაკუთრეებთან შეთანხმების დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ) კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანის (მონტაჟის) ტრასის პროექტს;

გ) ტოპოგრაფიულ რუკას არსებული კომუნიკაციების ჩვენებით.“.

7. მე-60 მუხლის ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) 2A – მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებისა და არქიტექტურულ-კონსტრუქციული დოკუმენტის პროექტის საფუძველზე, გარდა კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟის, გაყვანის მშენებლობის ნებართვისა, რომელიც ამ მუხლის გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაიცემა. შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება ხდება სანებართვო პირობების მიხედვით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              გ. მგალობლიშვილი