,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 9 დეკემბრის № 1-1/360 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ნომერი 1-1/466
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 30/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.024.016395
1-1/466
30/10/2015
ვებგვერდი, 02/11/2015
010320000.22.024.016395
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 9 დეკემბრის № 1-1/360 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 9 დეკემბრის № 1-1/360 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/466

2015 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 9 დეკემბრის № 1-1/360 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 9 დეკემბრის №1-1/360 ბრძანებით დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) უმაღლესი განათლება არქიტექტურის, სივრცითი/ურბანული დაგეგმარების სფეროში და მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება იმავე სფეროში;“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) უმაღლესი განათლება არქიტექტურის, სივრცითი/ ურბანული დაგეგმარების სფეროში;
ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება არქიტექტურის, სივრცითი/ ურბანული დაგეგმარების სფეროში, მათ შორის, სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება“.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) უმაღლესი განათლება არქიტექტურის, სივრცითი/ურბანული დაგეგმარების სფეროში და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და არქიტექტურის, სივრცითი/ურბანული დაგეგმარების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;“.
4. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) უმაღლესი განათლება არქიტექტურის, სივრცითი/ ურბანული დაგეგმარების სფეროში ან უმაღლესი განათლება და არქიტექტურის, სივრცითი/ ურბანული დაგეგმარების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;“ .
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი