დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა მიერ აქტის შედგენისა და ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.161.016256 |
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა მიერ აქტის შედგენისა და ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მესამე ნაწილისა და 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა მიერ აქტის შედგენისა და ცნობის გაცემის წესი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. |
|
დანართი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა მიერ აქტის შედგენისა და ცნობის გაცემის წესი
I. ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
1. ეს წესი ადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა მიერ აქტის შედგენისა და ცნობის გაცემის წესის სამართლებრივ ურთიერთობებს.
2. გამგებლის წარმომადგენლის ან მისი უფლებამოსილების შემსრულებელი პირის მიერ აქტის შედგენა და ცნობის გაცემა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად. |
მუხლი 2.
გამგებლის წარმომადგენლის ფუნქციები და ვალდებულებები |
1. გამგებლის წარმომადგენლის ფუნქციები და ვალდებულებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. გამგებლის წარმომადგენელი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მომსახურებას უწევს პირებს, რომლებიც მიმართავენ მას როგორც წერილობით, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევაში(ავადმყოფობა ან ადგილზე არ ყოფნა) ზეპირად. 3. გამგებლის წარმომადგენელი წინამდებარე წესით ინახავს მის მიერ გაცემული დოკუმენტის პირებს და სხვა აქტებს. 4. გამგებლის წარმომადგენელი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, გამგეობის დებულებით და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტებით. |
მუხლი 3.
გამგებლის წარმომადგენლის უფლებები |
გამგებლის წარმომადგენელს უფლება აქვს:
1. უფლებამოსილების შესასრულებლად გამოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ცნობები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან. 2. ოქმის შედგენისას დაეყრდნოს მოწმეთა ჩვენებას. |
მუხლი 4.
უარის თქმა მინიჭებული უფლების განხორციელებაზე |
გამგებლის წარმომადგენელს ეკრძალება უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმა, დასაბუთებული, წერილობითი განმარტების გარეშე, რომელიც უნდა გაიცეს მოთხოვნიდან 2 დღეში. |
მუხლი 5.
ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტები |
1. გამგებლის წარმომადგენელი ამოწმებს ფაქტობრივ მდგომარეობას, თუ იგი უშუალოდ ესწრებოდა ფაქტის დადგომას, ან უშუალოდ აღიქვამს დამდგარ ფაქტს. იგი ვალდებულია ზუსტად აღწეროს ის ფაქტი, რომლის დადგომის ან არსებობის ნამდვილობასაც ამოწმებს.
2. ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით გამგებლის წარმომადგენელი უფლებამოსილია შეადგინოს შესაბამისი აქტი, რომელიც შედგენილი უნდა იქნეს მოწმეთა თანდასწრებით (არანაკლებ 2 მოწმისა). გამგებლის წარმომადგენელი ამოწმებს მომთხოვნი პირისა და მოწმეთა ვინაობას, ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობას შესაძლებლობის ფარგლებში. 3. გამგებლის წარმომადგენელი ადგენს აქტის შედგენის მონაწილე (განმცხადებელი, მოწმე) ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა მოქალაქის პასპორტი და პირადობის მოწმობა (აიდი ბარათი). 4. თუ გამგებლის წარმომადგენელს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ეჭვს იწვევს, ვალდებულია უარი თქვას აქტის შედგენაზე. 5. გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია აქტის შედგენისას მონაწილეებს განუმარტოს აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. აქტში ასახული უნდა იყოს, როგორც მომთხოვნი პირის, ასევე მოწმეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (პირადი ნომერი, მოწმობის ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი) 7. გამგებლის წარმომადგენელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოწმეთა მიერ ცრუ დამოწმების ფაქტის დადგენის შემთხვევაში. 8. აქტში მითითებული უნდა იყოს მისი მოქმედების ვადა. |
მუხლი 6.
საქონლის ადგილწარმოშობისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების, მათ შორის ცნობის გაცემა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე. |
1. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამგებლის წარმომადგენელი გასცემს ცნობებს ნოტარიუსის ან ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ან ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტის საფუძველზე.
2. ცნობაში მითითებული უნდა იყოს მისი გაცემის საფუძველი - შესაბამისი დოკუმენტის ან აქტის ნომრის, გამოცემის თარიღისა და გამომცემი ორგანოს მითითებით. 3. ცნობაში მითითებული უნდა იყოს მისი მოქმედების ვადა. 4. ცნობა გაიცემა შესაბამის ტიტულიან ბლანკზე და მოწმდება გამგებლის წარმომადგენლის ხელმოწერით. 5. მოქმედება არ სრულდება იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც არის ამოშლილი, ამოფხეკილი, და/ან გადახაზული სიტყვები, წინადადებები და მსგავსი გადასწორებანი და ამ შესწორებების თაობაზე არ არის განხორციელებული დათქმა. არ მიიღება ფანქრით შედგენილი დოკუმენტები. 6. თუ წინამდებარე წესით ან სხვა ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ცნობის გაცემის საფუძვლად ფაქსით ან სხვა ელექტრონული საშუალებით გამოგზავნილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ მაშინ, თუ შესაძლებელია გამომგზავნის (წყაროს) უტყუარი იდენტიფიკაცია და შეტყობინება მიღებულია ისეთი არხებით ან საშუალებით, რაც გამორიცხავს მის შინაარსში მესამე პირთა არაავტორიზებულ ჩარევას.
|
მუხლი 7.
დოკუმენტის შედგენის ტექნიკური წესი |
1. დოკუმენტი უნდა შედგეს მკაფიო და გამართული ენით, სადაც გამოირიცხება მისი არაერთგვაროვანი გაგება.
2. დოკუმენტი უნდა დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალებით ან დაიწეროს ხელით. ხელით შევსებისას ან ხელმოწერების შესრულებისას გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ბურთულიანი, სინათლემდგრადი და წყალმდგრადი ავტოკალამი. 3. ხელნაწერი უნდა იკითხებოდეს ადვილად. 4. სიტყვათა და ტერმინთა შემოკლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შემოკლება საყოველთაოდ მიღებული და ცნობილია. 5. საბუთები, რომელთა საფუძველზეც შედგა აქტი, დაერთვის აქტის იმ ეგზემპლარს, რომელიც ინახება გამგებლის წარმომადგენელთან რეესტრში. |
მუხლი 8.
ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტებისა და ცნობების ენა |
1. აქტი და ცნობა უნდა შედგეს სახელმწიფო ენაზე, ხოლო აქტის მონაწილის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნისას, გამგებლის წარმომადგენელი ოქმის შედგენას ახორციელებს თარჯიმნის მონაწილეობით.
2. თარჯიმანი უნდა აირჩიოს აქტის მონაწილემ. 3. თარჯიმნის მიმართ ვრცელდება მოწმისთვის ამ წესით დადგენილი მოთხოვნები. |
მუხლი 9.
ხელისმოწერის წესი |
აქტის ტექსტს ხელი უნდა მოაწეროს ყველა მონაწილემ (მხარე, მოწმე, თარჯიმანი) გამგებლის წარმომადგენლის თანდასწრებით. ხელმოწერა უნდა შეიცავდეს სახელს და გვარს და უნდა დაიწეროს სრულად და გარკვევით. აქტს ბოლოს აწერს ხელს გამგებლის წარმომადგენელი. |
მუხლი 10.
გაცემულ დოკუმენტაციათა რეესტრი |
1.გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია აწარმოოს რეესტრი, რომელშიც დარეგისტრირდება შემოსული განცხადებები და მის მიერ შედგენილი ყველა დოკუმენტი.
2. რეესტრში უნდა მიეთითოს ა) შემოსული განცახდებების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ბ) რეგისტრაციის თარიღი და ნომერი; გ)ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტის მომთხოვნის და ან/ პირის, რომელზეც გაცემულია ცნობა: სახელი, გვარი, დოკუმენტში (პირადობა, პასპორტი, სარეგისტრაციო მოწმობა, ბინადრობის მოწმობა ) მითითებული ან გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი , ხოლო საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში აგრეთვე პირადი ნომერი. თავი II. ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობები |
მუხლი 11.
ცნობა საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ |
საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ ცნობა შესაძლებელია იყოს როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (შინაური ცხოველები, ფრინველები) ასევე ნებისმიერი მოძრავი ქონების გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა. ცნობა გაიცემა ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტის საფუძველზე. ცნობაში მიეთითება პროდუქციის სავარაუდო მაქსიმალური ოდენობა. ცნობის მოქმედების ვადა განისაზღვრება 7 დღით. |
მუხლი 12.
ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე |
1. ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გაიცემა იმ შემთხვევაში თუ პირი ცხოვრობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
2. ცნობაში მითითებული უნდა იყოს კონკრეტული თარიღი, რომელი წლიდანაც ცხოვრობს გამცხადებელი აღნიშნულ მისამართზე, სასურველია დადგინდეს თვე და რიცხვიც. 3. მოქმედების ვადა ცნობაში არ მიეთითება. იგი განისაზღვრება ცნობის გაცემის დღით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები